თბილისის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

© photo: AFP 2020 / Christophe Petit Tessonმკაცრი რეჟიმის საპატიმრო Villepinte პარიზთან ახლოს
მკაცრი რეჟიმის საპატიმრო Villepinte  პარიზთან ახლოს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელ იორმუღანლოს მცხოვრები პატიმრობაში გულის უკმარისობისა და არითმიის შედეგად გარდაიცვალა

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. გლდანის მერვე საპატიმროში ახლიმან ახმედოვი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

46 წლის ახმედოვი დაახლოებით ერთი თვის წინ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, შვილთან და ძმიშვილთან ერთად დააკავეს.

ახმედოვი კლინიკა „არქიმედეში“ მკურნალობდა, შემდეგ – ციხის საავადმყოფოში. ექიმებმა მას გულის უკმარისობისა და არითმიის დიაგნოზი დაუსვეს.

ყველა ახალი ამბავი
0