თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. გლდანის მერვე საპატიმროში ახლიმან ახმედოვი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
46 წლის ახმედოვი დაახლოებით ერთი თვის წინ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, შვილთან და ძმიშვილთან ერთად დააკავეს.
ახმედოვი კლინიკა „არქიმედეში“ მკურნალობდა, შემდეგ – ციხის საავადმყოფოში. ექიმებმა მას გულის უკმარისობისა და არითმიის დიაგნოზი დაუსვეს.