თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. იანვარ-აგვისტოში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ 38,5 ათასს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58,5%-ით მეტია, შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებული მონაცემების თანახმად.
საქართველოში დანაშაულის სტატისტიკა მძიმდება >>
წლის დასაწყისიდან გახსნილია 14,2 ათასი დანაშაული. ამგვარად, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელია 36,2%.
ყველაზე გავრცელებული დანაშაულია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, როგორიცაა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღური თავდასხმა და სხვ.) მეორე ადგილზე ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები – ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე ზიანის მიყენება, ძალადობა, ოჯახური ძალადობა და სხვა. მესამე ადგილზეა ნარკოდანაშაული.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დანაშაულის გაზრდილი სტატისტიკის ფონზე უკვე გააკრიტიკა გამოძიების სისტემა, რომლის ერთ-ერთ ძირითად პრობლემად მინისტრმა ის ფაქტი დაასახელა, რომ პოლიციის გამომძიებელსა და პროკურორს შორის უფლებამოსილება და ვალდებულებები მკაფიოდ გამიჯნული არ არის. ეს კი, მინისტრის თქმით, გამოძიების ეფექტურობაზე აისახება.