გახარია საქართველოს შსს-ს გამომძიებლების მუშაობით უკმაყოფილოა

გამოწერა
საქართველოში დანაშაულის გამოძიებას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ შსს-ს გამომძიებელსა და პროკურორს შორის უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები მკაფიოდ გამიჯნული არ არის.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შსს-ს კრიმინალურ პოლიციაში რეფორმები მრავალი წელია არ გატარებულა, რაც მუშაობის ეფექტურობაზე აისახება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კონფერენციაზე „საგამოძიებო სისტემის რეფორმა".

კონფერენციაში გახარიასთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე, პარლამენტის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შსს-ში კომპლექსური რეფორმების გატარების აუცილებლობაზე გახარიამ პირველად მას შემდეგ განაცხადა, რაც 2017 წელს მინისტრის პოსტი დაიკავა.

„თქვენთვის ცნობილია, რომ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში საგამოძიებო კომპონენტში და, საერთოდ, კრიმინალურ პოლიციაში მსგავსი რეფორმები არ გატარებულა, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზულ გავლენას ახდენს პოლიციის მუშაობის ხარისხზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი დღევანდელი რეფორმების მიზანი და მიზეზი სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება არ არის. ჩვენს ძირითად მიზანსა და ამოცანას წარმოადგენს ხარისხის გაუმჯობესება", – განაცადა გახარიამ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
საქართველო და უკრაინა ე.წ. კანონიერ ქურდებს „ჟანგბადს გადაუკეტავენ"

სისტემაში არსებულ ერთ-ერთ ძირითად პრობლემად მინისტრმა ის ფაქტი დაასახელა, რომ პოლიციის გამომძიებელსა და პროკურორს შორის უფლებამოსილება და ვალდებულებები მკაფიოდ გამიჯნული არ არის.

„ბოლო წლების განმავლობაში როგორც პრაქტიკაში, ისე საკანონმდებლო ჩარჩოების გათვალისწინებით შსს-ს გამომძიებელი, ფაქტობრივად, ბოლომდე პროკურორის საქმიანობაზე, მთავარ პროკურორზეა დამოკიდებული. ეს კონკრეტულ ნაწილში ერთობლივი პრობლემაა, რომლის გადაჭრაც ჩვენ შეგვიძლია, რამდენადაც შეუძლებელია პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის ამაღლება იქ, სადაც უფლებამოსილების ნაწილი არ იქნება უფრო მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი", – აღნიშნა გახარიამ.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით საქართველოში დარეგისტრირებული დანაშაულების რიცხვმა 33 ათასს გადააჭარბა, რაც 55,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. გახსნილი დანაშაულის მაჩვენებელი კი 36,7%-ია.

 

ყველა ახალი ამბავი
0