21:17 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
8210

მეწარმე სუბიექტებმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პროცესში სხვადასხვა სახის ყალბი დოკუმენტები წარმოადგინეს.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წელს მეწარმე სუბიექტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისა და ტენდერზე ყალბი დოკუმენტაციის გამოყენების 36 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიების ინფორმაციით, მეწარმე სუბიექტებმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პროცესში დამკვეთი ორგანიზაციის მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და გამოცდილების დადასტურების მიზნით სხვადასხვა სახის ყალბი დოკუმენტები წარადგინეს. ამ ფაქტებთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა 27 მეწარმის მიმართ დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით.

პარალელურად გამოვლინდა ფაქტები, როდესაც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სუბიექტებს შორის ადგილი ჰქონდა წინასწარ შეთანხმებას და  გარიგებას ტენდერზე წარსადგენ ფასებთან მიმართებაში. ამან შემსყიდველი ორგანიზაციების კანონიერი ინტერესის დარღვევა გამოიწვია. ამ ბრალდებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე პრიმა მუხლით პასუხისგებაში მიეცა 9 მეწარმე სუბიექტი.

მთავარი თემები