ახმეტაში გველმა მამაკაცი დაკბინა

CC0 / Pixabay / შავი გველი
შავი გველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმების თქმით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ახმეტაში, სოფელ კასრისწყალში გველმა მამაკაცს ფეხზე უკბინა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ახლობლების ინფორმაციით, 41 წლის შალვა გაწირიძე სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ქვეწარმავალს შემთხვევით ფეხი დაადგა. 

დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ჩაუტარდა, რის შემდეგ კი დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

გველი - Sputnik საქართველო
უჩვეულო ქვეწარმავალი ლაგოდეხში: გველი შინაურ ცხოველებს და ფრინველებს იპარავს

ექიმების თქმით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ცხელი ამინდების დადგომასთან ერთად გველები თბილისშიც გამოჩნდნენ. 2018 წლის დასაწყისიდან 20 ივნისის ჩათვლით დედაქალაქში 244 გველი დაიჭირეს. გასულ წელს კი სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის სხვადასხვა რაიონში 438 ქვეწარმავალი დაიჭირეს.

საქართველოში 30 სახეობის გველი ბინადრობს, მათგან შხამიანი ოთხია — გიურზა, დინიკის გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, კავკასიური გველგესლა. თბილისში გველის 12-მდე სახეობა ბინადრობს.

სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ ეზოების გაწმენდას სამშენებლო მასალებისა და ნარჩენებისგან და ბალახის მოთიბვას, რათა გველებმა ბუდეების გაკეთება ვერ შეძლონ.

 


ყველა ახალი ამბავი
0