რუსეთის მოქალაქის ექსტრადირებას აშშ-თან ერთად რუსეთიც მოითხოვდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰაკერობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქის აშშ-ში ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება თეა წულუკიანმა მიიღო

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში დაკავებული რუსეთის მოქალაქის, ანდრეი ტიურინის ექსტრადიციას აშშ-ის გარდა, რუსეთიც მოითხოვდა, იუწყება Новости-Грузия საქართველოს მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით.

საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულია ჰაკერობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე >>

ტიურინის ექსტრადირების შესახებ პარასკევს აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა, გამოძიებათა ფედერალური ბიურომ და პროკურატურამ განაცხადეს. მას საფინანსო დაწესებულებების სისტემების გატეხვის მცდელობა ედება ბრალად.

„საქართველოში ძებნილი ანდრეი ტიურინის დაკავების შემდეგ მის ექსტრადიციას, ამერიკული მხარის გარდა, რუსეთმაც მოითხოვა. სასამართლომ მისი ექსტრადიცია ორივე ქვეყანაში მისაღებად მიიჩნია. ამ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი იღებს“, — განაცხადეს პროკურატურაში.

აშშ-ის ხელისუფლება ტიურინს ბრალს სდებს აშშ-ის ტერიტორიაზე საფინანსო დაწესებულებების, საინფორმაციო სააგენტოების, ბროკერული კანტორების სისტემების გატეხვის მცდელობებში და კიბერშეტევებში ამერიკულ და უცხოურ კომპანიებზე. საუბარია აშშ-ის საფინანსო დაწესებულების კლიენტთა მონაცემების მოპარვაზე, რომელიც ისტორიაში უმსხვილესი გახდა.

საქართველოში ტიურინი აშშ-ის მოთხოვნით 2017 წლის დეკემბერში დააკავეს და წინასაექტრადიციო პატიმრობაში მოათავსეს. აგვისტოს დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ტიურინის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.


ყველა ახალი ამბავი
0