საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულია ჰაკერობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე

© Pixabay / 3839153დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულ რუსეთის მოქალაქეს ბრალად ედება საფინანსო დაწესებულების კლიენტების მონაცემების მოპარვა, რომელიც ისტორიაში უმსხვილესი გახდა

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულია რუსეთის მოქალაქე ანდრეი ტიურინი, რომელსაც საფინანსო დაწესებულებების სისტემების გატეხვის მცდელობა ედება ბრალად, იუწყება РИА Новости აშშ-ის საიდუმლო სამსახურის, გამოძიებათა ფედერალური ბიუროს და პროკურატურის ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით.

„დღეს აშშ-ის საიდუმლო სამსახური, გამოძიებათა ფედერალური ბიურო და პროკურატურა აცხადებენ რუსი ჰაკერის ექსტრადაციის შესახებ, რომელიც პასუხისმგებელია მასშტაბურ ჰაკერულ კამპანიაზე, აშშ-ის საფინანსო დაწესებულების კლიენტების მონაცემების მოპარვის ჩათვლით, რომელიც ისტორიაში უმსხვილესი გახდა. ანდრეი ტიურინი ექსტრადირებულია საქართველოდან“, — ნათქვამია განცხადებაში.


ყველა ახალი ამბავი
0