ათი დღის გაუჩინარებული PANTELENA-ს ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან

© photo: Sputnik / Dmitriy Korobeynikov / გადასვლა მედიაბანკშიტანკერი
ტანკერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზღვაო კომპანია „იალქანი“, რომელმაც მეზღვაურები სამუშაოდ გაუშვა, აცხადებს, რომ გემი მეკობრეებმა გაძარცვეს

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის, PANTELENA-ს 17 ქართველი მეზღვაური უსაფრთხოდ არის და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში, უწყება აფრიკის კონტინენტზე მეზღვაურებს სათანადო დახმარებას გაუწევს.

„ეკიპაჟთან კონტაქტი გუშინ შედგა. ვრცელი საუბარი გვქონდა გემის კაპიტანთან, რომელმაც დაადასტურა, რომ გემზე შეიარაღებული პირების მიერ ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. ამ დროისთვის, გემი იმყოფება ტოგოს პორტში და ყველა მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“, — განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ტანკერი - Sputnik საქართველო
საგარეო უწყება: გაუჩინარებულ 17 ქართველ მეზღვაურთან კავშირი აღდგა

გუშინ გემზე აიყვანეს ექიმი-ფსიქოლოგი. მეზღვაურები უზრუნველყოფილი არიან ყველა საჭირო პირველადი მოხმარების საგნით, სასმელი წყლით, საკვებით. 

მათ სპეციალური ტელეფონი გადაეცათ, რომლითაც ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ. 

კომპანია  „იალქანი“, რომელმაც მეზღვაურები სამუშაოდ გაუშვა, აცხადებს, რომ გემი მეკობრეებმა გაძარცვეს — წაღებულია მთლიანი ტვირთი და პირადი ნივთები.

გემი, რომელიც ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა,  კონტაქტზე ბოლოს აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში 14 აგვისტოს გამოვიდა. იგი  ათი დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. 

გემის მოძიების სამუშაოებს გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებდა. 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველყვეს ყველა მხარის  ჩართულობა მოძიების პროცესში. ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები, ასევე საზღვაო და რეგიონული ორგანიზაციები.

ტანკერი Pantelena IMO 9321469  2006 წელს აშენდა. გემის ეკიპაჟში 21 ადამიანია.


ყველა ახალი ამბავი
0