სექსი მასაჟის ნაცვლად: ბათუმში იატაკქვეშა საროსკიპო აღმოაჩინეს

გამოწერა
დაკავებულები ტაილანდის და ჩინეთის მოქალაქეები არიან

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
ქართველებმა თურქეთის მოქალაქის 10 ათასი ლირა და საკრედიტო ბარადებიდან თანხა მიითვისეს

გამოძიების ინფორმაციით, მხილებული ტაილანდის და ჩინეთის მოქალაქეები ბათუმში დროებით მფლობელობაში არსებულ მასაჟის სალონებში გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად ფართს უთმობდნენ.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 254-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0