19:09 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
ხელბორკილები საკნის გისოსზე

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

© AFP 2018 / NOEL CELIS
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (742)
94 0 0

გიორგი ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად 9 აგვისტოს წაუყენეს, ის დანაშაულს არ აღიარებს.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია, რომელიც 7 აგვისტოს დააკავეს, დანაშაულს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ მისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა. ჭანტურიას თქმით, ის მაშინაც არ მიმალულა, როდესაც ქვეყნიდან იყო გასული და მიუხედავად იმისა, რომ საშუალება ჰქონდა სხვა ქვეყენაში დარჩენილიყო, საქართველოში ჩამოვიდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ჩემზე თვალთვალი მიმდინარეობდა, არ გავქცეულვარ, გაქცევას არც ახლა ვაპირებ“, — განაცხადა ჭანტურიამ.

საქმეს ბოლომდე მივიყვანთ! – შინაგან საქმეთა მინისტრი გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაზე >>

სახლის ჩხრეკისას პოლიციამ სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღო. ადვოკატების განაცხადებით, გიორგი ჭანტურიას მამის კუთვნილი სახლის ჩხრეკას რვა საათზე მეტი ხნის განმავლობაში ესწრებოდნენ. მათი მტკიცებით, იარაღები იქ მანამდე თვითონ სამართალდამცველებმა ჩადეს.

რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე 15 იანვარს საკუთარ კაბინეტში იპოვეს მოკლული. ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია 17 იანვარს დააკავეს. მის მიმართ საქმე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. თუმცა, 18 იანვარს ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

გენერალი ქუთათელაძე მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი იყო.

ქუთათელაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე იყო. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. შტატ ჯორჯიასა და აშშ-ის არმიაში განსაკუთრებული სამხედრო დამსახურებისთვის დაჯილდოებულია მედლებით. იყო აშშ-ის საპატიო გენერალ-მაიორი და საჩხერის საპატიო მოქალაქე.


თემები:
კრიმინალი საქართველოში (742)

მთავარი თემები