თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.
ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და სამსახურის ჩხრეკისას ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე „ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკიანი დროშები და სხვადასხვა ნივთები.
დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 328-ე მუხლით, „ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ან ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება", რაც ითვალისწინებს 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.