ინციდენტი კოჯრის სამხედრო ბაზაზე: დაჭრილია ოთხი ჯარისკაცი

© photo: Sputnikსამხედრო ნაწილი
სამხედრო ნაწილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. კოჯრის სამხედრო ბაზაზე გუშინ მომხდარი ინციდენტის შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიჭრა, აქედან ორი განაგრძობს მკურნალობას, ორი კი საავადმყოფოდან გაწერეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. დასრულებულია ოპერაციაც და ექიმების განცხადებით, მან კარგად ჩაიარა. დაჭრილია 18-19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა აქვს გულმკერდის არეში, ასევე აქვს დაზიანებული ფილტვი. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პატრული - Sputnik საქართველო
თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ

შემთხვევა გუშინ საღამოს დაახლოებით 6 საათზე მოხდა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ირაკლი ბაზერაშვილის ინფორმაციით, სამხედრო ნაწილში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რაც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯარისკაცებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული, თუმცა, ექიმის თქმით, დაზიანებები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის მიყენებული.

საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია სწავლობს.

ყველა ახალი ამბავი
0