საქართველოში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაბანდული საქონელი შემოიტანეს

გამოწერა
ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით კონტრაბანდული საქონლის შემოტანის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნარკოტიკები - Sputnik საქართველო
კონტრაბანდა ქუთაისის აეროპორტში: ამოღებულია 40 აბი სუბუტექსი

უწყების ცნობით, ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში ტრანზიტით საქონლის შემოტანისას საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები დააფიქსირა, თითქოს მას 11 250 კგ რძის ფხვნილი შემოჰქონდა. თუმცა, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბრალდებული რეალურად პროტეინის გადატანას ახდენდა, რომლის საბაჟო ღირებულებაც 773 190 ლარია.

„მეორე შემთხვევაში ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტ „სარფის" გავლით, მისივე მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილით საქართველოში სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმი ტრანზიტით შემოიტანა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 63 988 ლარს შეადგენს", — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0