კონტრაბანდა ქუთაისის აეროპორტში: ამოღებულია 40 აბი სუბუტექსი

გამოწერა
დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 44 წლის მამაკაცი

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებული 44 წლის მამაკაცი წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.

ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი „სუბუტექსის“ 40 აბი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს და ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.


ყველა ახალი ამბავი
0