გლდანში „ბეკოს" მაღაზია მეორედ გაქურდეს

© сourtesy of Sona Barseghyanშემთხვევა
შემთხვევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასრულწლოვანმა დამნაშავეებმა რამდენიმე ათასი ლარის მობილური ტელეფონები გაიტაცეს.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. თბილისში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია „ბეკოს" ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
„არასრულწლოვნებმა კარი ქვით შეამტვრიეს“ - „ბეკოს“ მაღაზიათა ქსელი გაქურდეს

შემთხვევა გლდანში დღეს, 06:00 საათზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია 30-მდე მობილური ტელეფონი, რომელთა საერთო ღირებულება რამდენიმე ათას ლარს აღწევს.

ქურდები, სავარაუდოდ, არასრულწლოვანები არიან.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირები უკვე დადგენილი არიან.

„ბეკოს" გლდანის ფილიალი ერთი თვის წინ, 13 ივნისსაც გაქურდეს. ქურდებმა მაშინაც მობილური ტელეფონები წაიღეს. სავარაუდოდ, ორივე დანაშაული ერთი და იმავე არასრულწლოვნების მიერაა ჩადენილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0