ლომისაზე ჩარჩენილი ტურისტი მაშველებმა გადაარჩინეს

© FB / Emergency Management Serviceსამაშველო ოპერაცია ლომისის მთაზე
სამაშველო ოპერაცია ლომისის მთაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ტურისტმა მთიდან დამოუკიდებლად ჩამოსვლა ვერ მოხერხა, რადგან ფეხი დაიზიანა

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 20 წლის ტურისტი გადაარჩინეს, რომელიც ლომისის მთაზე სალოცავთან ფეხის დაზიანების გამო ჩარჩა.

სამაშველო სამსახურის მანქანა - Sputnik საქართველო
მაშველებმა ოთხი დღის წინ დაკარგული მამაკაცი ორმოში ჩაფლული იპოვეს

ინციდენტი პარასკევს მოხდა.

ამჟამად ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოშია და ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ლომისა — უძველესი სალოცავია, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც მდინარეების ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე მდებარეობს. ქართული ხუროთმოძღვრების ეს ძეგლი IX-X საუკუნეებს ეკუთვნის.


ყველა ახალი ამბავი
0