მაშველებმა ოთხი დღის წინ დაკარგული მამაკაცი ორმოში ჩაფლული იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსამაშველო სამსახურის მანქანა
სამაშველო სამსახურის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში მუხლებამდე მიწაში იყო ჩაფლული.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik.  მაშველებმა ოთხი დღის წინ დაკარგული 32 წლის მამაკაცი თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ორმოდან ამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში მუხლებამდე მიწაში იყო ჩაფლული.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის განცხადებით, შეტყობინება მოქალაქისგან შემოვიდა, რომელმაც მამაკაცი შემთხვევით იპოვა.

მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „Sputnik-საქართველოს“ განუცხადა, დაკარგული მამაკაცის შესახებ ინფორმაცია 20 ივნისს შევიდა. ოჯახის წევრების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი 18 ივნისს დაიკარგა. ვიდეოკამერების ჩანაწერების მეშვეობით, სამართალდამცველებმა მამაკაცის კვალს დიღმის მასივში ბელიაშვილის ქუჩაზე მიაგნეს. ამ ეტაპზე საქმეზე გამოძიება დაწყებული არ არის. ამ დრომდე მხოლოდ სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა.



ყველა ახალი ამბავი
0