თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ავლაბარში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
შემთხვევა ფერისცვალების ქუჩაზე გუშინ, ღამით მოხდა. მეზობლების განცხადებით, სახლი ავარიული იყო.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბოლო ერთ კვირის განმავლობაში იმავე უბანში, მეტეხის ქუჩაზე ძლიერი წვიმის შედეგად კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. მაშინ ნანგრევების ქვეშ მსუბუქი ავტომობილი მოყვა.