თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. რუსთავის მე-16 მიკრორაიონში მდებარე წმინდა ალექსი — ბერი შუშანიას სახელობის ტაძარში ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი ტაძრის ერთ-ერთი ოთახში გაჩნდა, იქ, სადაც სანთლები ინახებოდა.
ამ დროისთვის წმინდა ალექსი — ბერი შუშანიას სახელობის ტაძარში ცეცხლი ლოკალიზებულია.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.