პარლამენტის დეპუტატ სულეიმანოვს გირაო შეეფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშისასამართლოს ჩაქუჩი
სასამართლოს ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატ აზერ სულეიმანოვს გირაო შეუფარდა, ხოლო მარნეულის მერი პატიმრობაში დატოვა

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის წევრს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – აზერ სულეიმანოვს, რომელსაც მარნეულის მკვიდრის ცემა ედება ბრალად, 4000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მარნეულის მერი განაჩენს გისოსებს მიღმა დაელოდება >>

იმავე მოცულობის გირაო აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა სასამართლომ მარნეულის საკრებულოს დეპუტატს მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ რამინ ახალვერდიევს და ვინმე ე.გ.-ს.

მათ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 126-ე მუხლით „ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა“. ბრალდებულებს ემუქრებათ ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის დეპუტატის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამშაბათს „სტუდია მონიტორმა“, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებებს აწარმოებს, გამოაქვეყნა სიუჟეტი იმის შესახებ, როგორ გაუსწორდნენ მარნეულის მკვიდრს ელჩინ ალახვერდიევს. საქმე ისაა, რომ თბილისში 10 ივნისს გამართულ საპროტესტო აქციაზე მან უცენზურო გამონათქვამები გამოიყენა ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის მეუღლეების მისამართით.

გამოძიების ინფორმაციით, მარნეულის მკვიდრი ელჩინ ალახვერდიევი სცემეს პარლამენტის დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აზერ სულეიმანოვმა, მარნეულის საკრებულოს დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან" რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ.–მ, შემდეგ კი მას აბაზოვი გაუსწორდა. მან დაარტყა ალახვერდიევს, შემდეგ კი აიძულა ინტერნეტში პირდაპირი ეთერით ბოდიში მოეხადა მანამდე გაკეთებული განცხადებების გამო და თავისი მეუღლის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები ეთქვა. მაგრამ მარნეულის მერს ესეც არ ეყო  და მან მამაკაცს საკუთარი შარდით სახის დაბანვა აიძულა, ამტკიცებს გამოძიება.

საქართველოს პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვს 2 წლამდე ვადით პატიმრობა ელის >>

სულეიმანოვს არაერთხელ უთქვამს, რომ ელჩინ ალახვერდიევისთვის თითი არ დაუკარებია. მისი თქმით, ელჩინი წლების მანძილზე მმართველი პარტიის წევრი და აქტივისტი იყო, ხოლო საპროტესტო აქციაზე რატომღაც განცხადებებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით აკეთებდა.

სასამართლომ აბაზოვს პატიმრობა შეუფარდა.


ყველა ახალი ამბავი
0