03:50 17 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9299
  • 100 RUB3.8499
  • USD2.5773
საქართველოს შსს-ს შენობა

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: დაკავებულია მირზა სუბელიანი

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – პროტესტის ტალღა თბილისში (104)
129 0 0

მირზა სუბელიანი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი დააკავეს, ამის შესახებ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა

მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამოკითხვაზე დილიდან იმყოფებოდა. ის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიების კითხვებს უკვე მესამედ პასუხობდა.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მირზა სუბელიანი დაკავებულია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით.

„რაც შეეხება მირზა სუბელიანს, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ინტენსიურად მუშაობს პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და დანაშაულთან კავშირის მქონე სხვა პირების დასადგენად“, — განაცხადა მეზვრიშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს და  მის დასჯას მოითხოვს. პარლამენტის  შენობის წინ გამართული აქციების დრო  მისი მთავარი მოთხოვნა სწორედ სუბელიანის დაკავება გახლდათ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

იმ პერიოდში სუბელიანი მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა. 2017 წლის 3 დეკემბერს სუბელიანმა პროკურატურაში თანამდებობა დატოვა.


თემები:
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – პროტესტის ტალღა თბილისში (104)

მთავარი თემები