13:28 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
დაკავება

დაკავებულია რუსეთის მოქალაქე: პოლიციამ 1709 სამალავიდან ნარკოტიკი ამოიღო

CC0 / Pixabay / 3839153
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
13530

ბრალდებული ნარკოტიკებს თბილისში სამალავებში ათავსებდა, გარიგებებს კი ინტერნეტით ახორციელებდა

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა 30 წლის რუსეთის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის ინტერნეტით რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ ნარკოტიკების ონლაინ შესყიდვის სქემა გაშიფრა — დაკავებულია ახალგაზრდა ქალ-ვაჟი >>

საქმის მასალებიდან გამომდინარე, დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით სისტემატურად ასაღებდა. რუსეთის მოქალაქე ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში სამჯერ ხუთ-ხუთი დღით ჩამოვიდა, იმდენჯერ ვითომდა ტურისტული ვიზიტით, და ნარკოტიკების გასაღებით იყო დაკავებული.

„ბიზნესის“ სქემა ასე გამოიყურებოდა: ბრალდებული ნარკოტიკებს ქალაქის კონკრეტულ ადგილებზე ტოვებდა, სურათებს უღებდა და შესაბამისი ნუმერაციით აღრიცხავდა. შემდეგ სამალავების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას შემკვეთებს აწვდიდა, რომელიც მიდიოდა ადგილზე და იღებდა ნარკოტიკს.

შსს ამტკიცებს, რომ სამი თვის განმავლობაში რუსეთის მოქალაქემ ნარკოტიკი 1709 ადგილას მოათავსა. ეს ადგილები პოლიციამ დაკავებულის კუთვნილი მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინა.

ეჭვმიტანილი თბილისის ზღვის მიმდებარე პარკში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნარკოტიკულ საშუალებას სამალავებში ათავსებდა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 18 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“.

რეივ-აქცია ქუჩის ნაცვლად ღამის კლუბ „ბასიანში“ გაიმართება >>

აგრეთვე, პოლიციამ პარკის და დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 180 შეკვრად დაფასოებული „ჰაშიში“ ამოიღო.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება), რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის პრობლემა საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აპრილ-მაისში ხუთი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო რვა საავადმყოფოში მოხვდა. მედია ამტკიცებს, რომ ადამიანების გარდაცვალება ახალი „საკლუბო ნარკოტიკის“ მეფედრონის მოხმარებას უკავშირდება.

მაისის დასაწყისში შსს-მ განაცხადა ნარკოგასაღების სქემის გახსნის და 27 წლის ნინო გეგელაშვილის და 24 წლის გიორგი გოგებაშვილის დაკავების შესახებ. პოლიციამ ნარკოტიკი სამალავის, ქალის მანქანის და მისი პირადი ჩხრეკისას აღმოაჩინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა. 

ცნობილია, საიდან შემოდის საქართველოში ნარკოტიკი >>

მოგვიანებით 11-12 მაისის ღამეს პოლიციამ თბილისში ჩაატარა რეიდები რამდენიმე ცნობილ ღამის კლუბში, მათ შორის „ბასიანსა“ და „კაფე გალერიში“. რეიდის შედეგად აღნიშნული დაწესებულებების ფარგლებს გარეთ ნარკოგასაღების ბრალდებით რვა ადამიანი დააკავეს.

 


თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)

მთავარი თემები