საქართველოში ოჯახური დანაშაულის ფაქტები გახშირდა

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს–ში აღნიშნეს, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხშირად თავს იკავებს და პოლიციას არ მიმართავს

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. ოჯახური ძალადობის დარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 2014 წლიდან გაიზარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შსს–ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

შედარებისთვის, 2014 წელს ოფიციალურად დარეგისტრირდა ოჯახური ძალადობის 591 შემთხვევა, 2015 წელს – 901, 2016 წელს – 1416, 2017 წელს – 2192. ამასთან, 2018 წლის პირველ სამ თვეში სამართალდამველებმა დაარეგისტრირეს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ათასზე მეტი დანაშაული.

„გახარია: საჭიროა ჩამოყალიბდეს მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა“>>

შსს–ს მონაცემებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე გამოწერილი შემაკავებელი ორდერების რაოდენობა. 2014 წელს პოლიციის თანამშრომლებმა გამოწერე 817 ორდერი, 2015 წელს – 2598, 2016 წელს – 2877, ხოლო 2017 წელს – 4370. წელს, სამ თვეში უკვე 1402 შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.

„გამოწვევად რჩება მომართვიანობის მაჩვენებელი, ვინაიდან მოძალადე არის ოჯახის წევრი, რა თქმა უნდა, თავს იკავებენ ოჯახის წევრის მიმართ საჩივრის შემოტანისაგან. რიგ შემთხვევებში პირვანდელი ჩვენების გადათქმა ხდება, როდესაც ეს ემოციები ჩაცხრება. შემაკავებელი ორდერი არის იმწუთიერი ღონისძიება, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ამაზე შემდგომ გამოძიება დაიწყოს, შემდეგ მოხდეს ამ პირის დაკავება, გასამართლება და ასე შემდეგ“, – განაცხაა შსს–ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლონდა თოლორაიამ.

უფრო ადრე სამინისტროში განმარტეს, რომ დარეგისტრირებული ოჯახური ძალადობის შემთხვევების ზრდა იმას უკავშირდება, რომ ადრე ძალადობის მსხვერპლი პოლიციაში მიმართვისგან თავს იკავებდა.

თოლორაიას განცხადებით, შსს ასევე მუშაობს შემაკავებელი ორდერის შესრულების მონიტორინგის სისტემის სრულყოფაზე.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულზე მსჯავრდებულების შეწყალებას დროებით წყვეტს

ოჯახურ ძალადობაზე საქართველოში კვლავ აქტიურად დაიწყო ლაპარაკი მას შემდეგ, რაც 13 აპრილს, საღამოს, თბილისში მხეცურად მოკლეს 25 წლის ქალი, თან საკუთარი შილების თვალწინ. მეორე დღეს დააკავეს ამ ქალის დედის ყოფილი მეუღლე – ვეფხია ბაქრაძე, რომელიც ადრე ცოლის მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო სასჯელს იხდიდა. ის სოფელ თელეთში ბიძაშვილთან იმალებოდა.

სამშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლომ ვეფხია ბაქრაძესა და მის ბიძაშვილ თეიმურაზ ბაქრაძეს პატიმრობა შეუფარდა. სწორედ მან შეიფარა ვეფხია ბაქრაძე საკუთარ სახლში სოფელ თელეთში, იცოდა, რომ მისმა ბიძაშვილმა მკვლელობა ჩაიდინა და ამის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

ბრალდებული ვეფხია ბაქრაძეს ბრალი წარედგინა სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ  განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაქრაძეს 16-იდან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

თეიმურაზ ბაქრაძეს ბრალი წარედგინა სსკ-ის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, 6 თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობას ანდა 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0