თბილისში, კახეთში, მცხეთასა და აჭარაში დოკუმენტების გაყალბებისთვის ხუთი პირი დააკავეს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაყალბებული საგადასახადო დოკუმენტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 300 ათას ლარს შეადგენს.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოში ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება—გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინეს და ხუთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ხელბორკილი - Sputnik საქართველო
400 ათას ლარზე მეტი ღირებულების დოკუმენტების გაყალბებისთვის ხუთი პირი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ თბილისში, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონებში საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბებას და რეალიზაციას ახდენდნენ. 

დაკავებულებმა დაამზადეს და გაასაღეს ყალბი ანგარიშ–ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომელთა თანახმად, თითქოს რეალიზებული იქნა სხვადასხვა დასახელების საქონელი — სამშენებლო და ხის მასალები, ასევე სამეურნეო დანიშნულების პროდუქცია.

 გაყალბებული საგადასახადო დოკუმენტების საერთო ღირებულება დაახლოებით 300 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით („ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება ან შეძენა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი“), რომელიც ითვალისწინებს ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0