კასპში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული დაკავებულია

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. სამართალდამცავებმა  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საუბარია ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელიც 2018 წლის 4 იანვარს მოხდა. 1988 წელს დაბადებული ი.კ. ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან გოგონას ავტომანქანით შეეჯახა.

112 - Sputnik საქართველო
ავტოავარია სამტრედიასთან: დაღუპულია ოჯახის სამი წევრი

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 იანვარს ქალაქ კასპში თავისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა, რა დროსაც 2008 წელს დაბადებულ ქვეითად მოსიარულე მ.გ.-ს შეეჯახა. არასრულწლოვანი გოგონა ადგილზე გარდაიცვალა“, — ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური, ტოქსიკოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები. 

გამოძიებამ დაადგინა ი.კ.-ს ბრალეულობა და სამართალმამცველებმა იგი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0