დიპლომების გაყალბების ბრალდებით ორი ხელმძღვანელი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორივე დაკავებული პირი ყალბ დიპლომებს ამზადებდა და ასაღებდა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ყალბი დიპლომების დამზადება–გასაღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი კომერციული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები ამხილეს, აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ფეისბუქ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დაამზადა და 3 300 ლარად გაასაღა აჭარის რეგიონში არსებული ერთ-ერთი კომერციული დაწესებულების სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი", — ნათქვამია განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოში ყალბი დიპლომის დამზადებისთვის ერთი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მეორე შემთხვევაში იმერეთის რეგიონში არსებული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელმა დაამზადა და 1 800 ლარად გაასაღა ოფის-მენეჯერის სპეციალობის პროფესიული განათლების დამადასტურებელი ყალბი დიპლომი.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 362-ე და 221-ე მუხლებით, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტის დამზადებას, გასაღებასა და გამოყენებას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0