თბილისში სიგარეტმა მამაკაცი იმსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო სამსახურის მანქანა 112
სახანძრო სამსახურის მანქანა 112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ანთებული სიგარეტით ჩაეძინა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ვაზისუბნის დასახლებაში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 60 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

სახანძრო ბრიგადა - Sputnik საქართველო
ბუაჩიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ათი ადამიანი მოიწამლა

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად სიგარეტს ასახელებენ — ვარაუდობენ, რომ მამაკაცს ანთებული სიგარეტით ჩაეძინა.

როგორც „Sputnik–საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი საცხოვრებელი ბინის ერთ ოთახში გაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლით („ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია").

ყველა ახალი ამბავი
0