მარნეულში 94 ათასი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები მიისაკუთრეს

გამოწერა
გამოძიების ფარგლებში ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ ანაზღაურდა მიყენებული ზარალი - 36 ათასი ლარი.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარნეულში სახელმწიფოს მიწის ნაკვეთების დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებს ყალბი ხელშეკრულებით მიწის მითვისებაში ადანაშაულებენ

ამ ეტაპზე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად ტარდება სამძებრო ღონისძიებები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მარნეულში დაეუფლნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 2 ათასი და 3 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა საბაზრო ღირებულება 94 ათას ლარს შეადგენს.

გამოძიების ფარგლებში ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ ანაზღაურდა მიყენებული ზარალი — 36 ათასი ლარი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით ("თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით") მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0