13:44 19 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9344
  • 100 RUB3.8267
  • USD2.5779
სასწრაფო დახმარების მანქანა

თბილისში ხანძრის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1061)
77 0 0

ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლში 60 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა

თბილისი, 15 თებერვალი  — Sputnik. მეხანძრეებმა თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი – დახლოებით 60 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მამაკაცი სახლის მეორე სართულზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სახლის სხვა მცხოვრებლების დროულად ევაკუაცია მოხერხდა, ისინი არ დაშავებულან.

ხანძრის შედეგად 60 კვადრატული მეტრი დაიწვა.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ–კრიმინალისტები, რომელთაც ხანძრის გამომწვევი მიზეზი უნდა დაადგინონ.


თემები:
შემთხვევები საქართველოში (1061)

მთავარი თემები