თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. მეხანძრეებმა თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი – დახლოებით 60 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მამაკაცი სახლის მეორე სართულზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სახლის სხვა მცხოვრებლების დროულად ევაკუაცია მოხერხდა, ისინი არ დაშავებულან.
ხანძრის შედეგად 60 კვადრატული მეტრი დაიწვა.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ–კრიმინალისტები, რომელთაც ხანძრის გამომწვევი მიზეზი უნდა დაადგინონ.