ზუგდიდის ცენტრში ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა

გამოწერა
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა დროულად შეძლო სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა, განუცხადა ერთ-ერთმა თვითმხილვემა „sputnik საქართველოს".

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ხანძარი ფოთში - დაიღუპა ერთი ადამიანი

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა დროულად შეძლო.

თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სახანძრო ბრიგადამ ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად შეძლო.

როგორც „Sputnik–საქართველოს" შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მიმდინარეობს, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0