თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა, განუცხადა ერთ-ერთმა თვითმხილვემა „sputnik საქართველოს".
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა დროულად შეძლო.
თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სახანძრო ბრიგადამ ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად შეძლო.
როგორც „Sputnik–საქართველოს" შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მიმდინარეობს, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.