პანკისის ხეობაში ღვთისმშობლის ეკლესიაში უკანონო ქმედებები აღკვეთეს

© Photo: courtesy of travelgeorgiaპანკისის ხეობა
პანკისის ხეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე ე.წ. „შავი არქეოლოგიის“ უკანონო ქმედებები ფარულად მიმდინარეობდა.

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტის“ წევრების შეტყობინების საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების სამსახურმა პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე უნებართვო სამუშაოები აღკვეთა, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Gold ingots - Sputnik საქართველო
„ოქროს კოშკები“ – საყდრისიდან მითიურ „ელდორადომდე“

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციისგან მიიღო ცნობა, რომ აღნიშნულ ადილზე მიმდინარეობდა ე.წ. „შავი არქეოლოგიის“ უკანონო ქმედებები, რაც სააგენტოს სპეციალისტების მიერ ვითარების ადგილზე გარკვევის შემდეგ დადასტურდა.

„შავი არქეოლოგია“ არქეოლოგიური არტეფაქტების უკანონოდ მოპოვების გზით, ფიზიკური პირების თვითნებურ ქმედებას გულისხმობს.

„მონიტორინგისას აღმოჩნდა, რომ ტაძრის ინტერიერში, მის აბსიდთან და სამხრეთის მინაშენის დასავლეთ კედელის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებული თხრილების შედეგად სამარხები იყო დაზიანებული. მოკვლევით დადასტურდა, რომ სამუშაოები რამდენიმე ეტაპად იყო განხორციელებული, რომელთაგან ნაწილი ადრეული, ნაწილი კი რამდენიმე დღის წინანდელია“, — ნათქვამია განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, კანონდარღვევის ფაქტზე კულტურული მემკვიდრეობის  სააგენტომ უკვე მიმართა პოლიციას, რის შედეგადაც დაწყებულია მოკვლევა და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.


ყველა ახალი ამბავი
0