„ოქროს კოშკები“ – საყდრისიდან მითიურ „ელდორადომდე“

© photo: Sputnik / Oleg Lastochkin / გადასვლა მედიაბანკშიGold ingots
Gold ingots - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავიდანვე, განწყობისათვის!

დილით აივანზე გამოსულმა კახელმა, ტახტზე მოკალათებული და სადღაც შორეულ ფიქრებში მომზირალი ცოლი რომ დაინახა, ეს ახლა ზის და ოცნებაში „ოქროს კოშკებს“ აშენებს, ჰოდა, უნდა დავუნგრიო, სანამ გადახურვას მოასწრებსო, — ჩაილაპარაკა და თავში წამორტყმით „დაუნგრია ნაშენები“. 

დასაბამიდან ადამიანებთა უმრავლესობა (მათ შორის მეც) დილას ასეთი „კოშკების შენებით“ იწყებს. ზოგს „უნგრევენ“ და ზოგიც (მათ შორის მეც) თავად ანგრევს — ყოველდღიური ყოფისგან სასწრაფოდ გამოფხიზლებული და „იქიდან“ ამქვეყნიურ რეალობას დაბრუნებული.

თუმცა, 1862 წლის 28 ივლისის დილა, რომელსაც „ოქროს ციებ-ცხელების“ დასაწყისი დაერქვა — როცა ტელეგრაფმა მსოფლიოს ამცნო მონტანაში (აშშ) აღმოჩენილი „ელდორადოს“ შესახებ, ბევრისთვის მართლა იქცა რეალურ ოქროს კოშკებად. ბევრმა შეასრულა ვიღაცის მიმართ დანაპირები — ოქროში ჩაგსვამ ყელამდეო. ბევრმა წერაყინით მიწის თხრისას ნაპოვნით იშოვნა, ბევრმა — ასეთი ნაშრომის წაგლეჯითა და ყაჩაღობა-წართმევით. ისიც სიმართლეა, რომ „გადახურვამდე“ მიყვანილიც ბევრი დაინგრა, მაგრამ ამ საოცარი თავგადასავლების, დაპირისპირების, თავის გატანისა და თვითგადარჩენისათვის ბრძოლის, სამართლიანობისა და უსამართლობის ეპოქას თავისი ხიბლი და ინტერესი აქამდე არ მოკლებია.

ქართველი ქალი სამკაულის მოდის ფუძემდებელი - Sputnik საქართველო
ქართველი ქალი – სამკაულის მოდის ფუძემდებელი

მაშინ მონტანისკენ მიმავალთაგან ყველას თავისი — ზნეობიდან, ინტელექტიდან, ფიზიკური და სულიერი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ერთი სურვილი და მიზანი ამოძრავებდა — ოქრო!

შედეგი ისიც იყო, რომ ადამიანები ბრძოლას ორ სერიოზულ ფრონტზე ეწეოდნენ: ეძებდნენ სანუკვარ ლითონს და, ამავდროულად, ამ დაუნდობელ ბრძოლაში — ადამიანური ღირსების შენარჩუნების გზას. ეს კი არც ისე იოლი გახლდათ.

დღეს არაფერი ვიცით და ვერასოდეს გავიგებთ მსოფლიოში უძველესი (ძვ.წ. 3350–2500 წწ.) ოქროს საბადოს, საყდრისის აღმოჩენის პერიპეტიების შესახებ, მაგრამ მონტანის მსგავსად, რომელსაც ლიტერატურამ, კინომ და თეატრმა დიდი ხარკი გადაუხადეს, აქაც ბევრი რამ იქნება „დამარხული“ — ადამიანურ სისუსტეებთან დაკავშირებული თავგადასავლებიდან. არადა, საინტერესო კი იქნებოდა თუნდაც უმცირესი ინფორმაცია და ფაქტი!  

ათასწლეულების წინ, საყდრისის საბადოდან დაწყებული, მინოსურ საბერძნეთამდე, საბერძნეთიდან „ოქროს საწმისის კოლხეთამდე“ და იქიდან ამერიკამდე, ადამიანი მუდამდღე, მითიური „ელდორადოსთვის“ გამართულ ომში ადამიანობის შენარჩუნებისთვისაც იბრძვის. 

ვერც გაამტყუნებ – ეს ქვეყანა მისი, ადამიანის საკუთრებაა და რას იზამ, თუ ზოგჯერ ვიღაცას ეს ავიწყდება და რაღაცის სხვისთვის გაყოფა ეძნელება.

ის შედევრი ჩარლი ჩაპლინის „ოქროს ციებ-ცხელებიდან“ სხვა რამეზე მეტად მხიბლავს: კეთილმა პატარა გოგომ, ჯორჯიამ, ჯერ კიდევ არ იცის, რომ „მაწანწალა“, უკვე გამდიდრებული მულტიმილიონერია. გემზე კი უბილეთო  მგზავრს ეძებენ…

 

მერაბ ხაჩიძე


ყველა ახალი ამბავი
0