02:15 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი

სიყვარული თუ დანაშაული: მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მეგობარი დაჭრა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
88 0 0

პოლიციამ ნივთმტკიცებად დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოიღო

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით თბილისში 43 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა წმინდა ბარბარეს უბანში, 32 წლის ყოფილ მეუღლეს და 37 წლის მის მეგობარს დროებით საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს და ნივთმტკიცებად  დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ითვალისწინებს 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.


მთავარი თემები