06:11 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
საპატრულო პოლიცია

კახეთში 13 დღეა, გატაცებულ გოგონას ეძებენ

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1225)
122 0 0

ოჯახი ამტკიცებს, რომ 20 წლის გოგონა უცნობმა მამაკაცმა ავტომობილში ჩაისვა და გაიტაცა

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს შსს სოფელ ნაფარეულის მცხოვრებს, 20 წლის თამარ ხუციშვილს ეძებს, რომელიც, ახლობლების მტკიცებით, უცნობმა მამაკაცმა მოიტაცა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2

ხუციშვილს 30 დეკემბრიდან ეძებენ.

„კი, გოგონა გატაცებულია, მაგრამ გამტაცებელს არ ვიცნობთ. როგორც ჩანს, გოგონა მოატყუეს და მოტყუებით ჩაისვა იმიტომ, რომ იმას გადაწყვეტილი რომ ჰქონოდა, ასე არ წავიდოდა, დედას რაღაცას მაინც ეტყოდა, იმიტომ, რომ არ უმალავდა დედას არაფერს", — განაცხადა დაკარგულის დეიდა თეონა კუმალაშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმის შესახებ რაიმე დეტალი ოჯახისთვის ჯერჯერობით უცნობია.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1225)

მთავარი თემები