თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს შსს სოფელ ნაფარეულის მცხოვრებს, 20 წლის თამარ ხუციშვილს ეძებს, რომელიც, ახლობლების მტკიცებით, უცნობმა მამაკაცმა მოიტაცა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ხუციშვილს 30 დეკემბრიდან ეძებენ.
„კი, გოგონა გატაცებულია, მაგრამ გამტაცებელს არ ვიცნობთ. როგორც ჩანს, გოგონა მოატყუეს და მოტყუებით ჩაისვა იმიტომ, რომ იმას გადაწყვეტილი რომ ჰქონოდა, ასე არ წავიდოდა, დედას რაღაცას მაინც ეტყოდა, იმიტომ, რომ არ უმალავდა დედას არაფერს", — განაცხადა დაკარგულის დეიდა თეონა კუმალაშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმის შესახებ რაიმე დეტალი ოჯახისთვის ჯერჯერობით უცნობია.