ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე: თავი შეიკავეთ თვითნებური აქციებისაგან

გამოწერა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი პარასკევს გვიან ღამით კიევში დააკავეს

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik.  „ერთიანი ნაციონალური მორაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს საქართველოში მოუწოდებს თავი შეიკავონ თვითნებური აქციებისაგან.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

„სააკაშვვილის დაკავება მოულოდნელი არ ყოფილა არც ჩვენთვის და არც პირველ რიგში სააკაშვილისათვის…ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისათვის და ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ თავი შეიკავონ თვითნებური აქციებისაგან", — განაცხადა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარასკევს, გვიან ღამით კიევში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი კიევის უშიშროების სამსახურის იზოლატორის შენობაშია გადაყვანილი. ამ წუთებში კიევში უშიშროების სამსახურთან მიხეილ სააკაშვილს მომხრეები იკრიბებიან. 

 


ყველა ახალი ამბავი
0