თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მორაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს საქართველოში მოუწოდებს თავი შეიკავონ თვითნებური აქციებისაგან.
„სააკაშვვილის დაკავება მოულოდნელი არ ყოფილა არც ჩვენთვის და არც პირველ რიგში სააკაშვილისათვის…ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისათვის და ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ თავი შეიკავონ თვითნებური აქციებისაგან", — განაცხადა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარასკევს, გვიან ღამით კიევში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი კიევის უშიშროების სამსახურის იზოლატორის შენობაშია გადაყვანილი. ამ წუთებში კიევში უშიშროების სამსახურთან მიხეილ სააკაშვილს მომხრეები იკრიბებიან.