21:43 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ნარკოდანაშაული საქართველოში-2018 (119)
58 0 0

ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის სარფის საბაჟოზე დაკავებულ პირს უვადო პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს სოფელ სარფში პარასკევს შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებულ რ.დ.-ს სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 40 აბი და 9 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი პაკეტი აღმოუჩინეს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში-2018 (119)
თეგი:
შს სამინისტრო

მთავარი თემები