16:31 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ოქროს ნაკეთობები

საქართველოში 2,5 კგ ოქროს უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს

© FB/ Investigation Service of Ministry of Finance of Georgia
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (132)
49 0 0

საგამოძიებო სამსახურის მონაცემებით, ოქროს სამკაულები მსუბუქ ავტომობილში, ძრავის სიახლოვეს სპეციალურად მოწყობილ სამალავში იყო მოთავსებული.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს.

 „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო–გამშვები პუნქტი „სარფის" გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, 2,5 კგ ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა, რომლის საბაჟო ღირებულება 165 500 ლარს შეადგენს", — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის მონაცემებით, ოქროს სამკაულები მსუბუქ ავტომობილში, ძრავის სიახლოვეს სპეციალურად მოწყობილ სამალავში იყო მოთავსებული.

სამართალდამცველებმა კონტრაბანდული ოქრო ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შოთა ნოზაძე

თემები:
კრიმინალი საქართველოში (132)
თეგი:
ქურდობა, თაღლითობა

მთავარი თემები