16:28 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
შტორმმა ბათუმის ბულვარი დააბინძურა

შავი ზღვის სანაპიროზე 5-6 ბალიანი შტორმი მძვინვარებს

© courtesy of Batumi City Hall
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (24)
43 0 0

სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი შავ ზღვაზე შაბათს, დღის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმი მთელი ღამე მძვინვარებდა, რამაც ბათუმის ბულვარი დააბინძურა, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" ბათუმის ბულვარის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა მაგდა ჯაიანმა.

განსაკუთრებით დაზარალდა ბულვარის ის მხარე, სადაც აკვაპარკია განთავსებული. შტორმს ძლიერი წვიმაც დაერთო — ბათუმში სამი დღე გადაუღებლად წვიმდა.

„დასუფთავების სამსახურმა გაწმენდითი სამუშაოები დილიდანვე დაიწყო", — განაცხადა ჯაიანმა.

შტორმი ამჟამადაც გრძელდება და 5-6 ბალს აღწევს. ზღვა მხოლოდ შაბათს, დღის მეორე ნახევარში დაწყნარდება. შტორმი 2-3 ბალზე მეტი არ იქნება, განაცხადეს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

თემები:
უამინდობა საქართველოში (24)

მთავარი თემები