თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმი მთელი ღამე მძვინვარებდა, რამაც ბათუმის ბულვარი დააბინძურა, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" ბათუმის ბულვარის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა მაგდა ჯაიანმა.
განსაკუთრებით დაზარალდა ბულვარის ის მხარე, სადაც აკვაპარკია განთავსებული. შტორმს ძლიერი წვიმაც დაერთო — ბათუმში სამი დღე გადაუღებლად წვიმდა.
„დასუფთავების სამსახურმა გაწმენდითი სამუშაოები დილიდანვე დაიწყო", — განაცხადა ჯაიანმა.
შტორმი ამჟამადაც გრძელდება და 5-6 ბალს აღწევს. ზღვა მხოლოდ შაბათს, დღის მეორე ნახევარში დაწყნარდება. შტორმი 2-3 ბალზე მეტი არ იქნება, განაცხადეს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში.