14:22 20 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
20 0 0

სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენის და ახალციხის რაიონებში ბრალდებულთა ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში ნოემბერში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 19 პირი გამოავლინეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამას გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 4 პირი ამხილეს.

სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენის და ახალციხის რაიონებში ბრალდებულთა ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, გამოვლენილი 15 ავტომანქანა და ოთხი არალიცენზირებული სახერხი საამქრო კი დალუქეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით — „ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა", რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით 1 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.

შოთა ნოზაძე

თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
თეგი:
შს სამინისტრო

მთავარი თემები