სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარეს

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშიიარაღი
იარაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს იარაღს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცემა

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალქალაქისა და ადიგენის ორმა მცხოვრებმა სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა, იუწყება შს სამინისტროს პრეს-სამსახური.

Травматический пистолет Хорхе-3М - Sputnik საქართველო
მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა

საბრძოლო მასალის ჩამონათვალი ასეთია: 2 გადაჭრილი სანადირო თოფი — ე.წ. „აბრეზი", 112 საბრძოლო ვაზნა, 2 ხელყუმბარა, 2 ამფეთქი ფალია, 4 კილოგრამზე მეტი ტროტილი, ტყვიამფრქვევის 1 ვაზნა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის შემადგენელი ნაწილი და სასიგნალო პისტოლეტის 5 ვაზნა.

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.

შოთა ნოზაძე

ყველა ახალი ამბავი
0