დაჭრილი სპეცრაზმელი საავადმყოფოში გადაიყვანეს - სპეცოპერაცია თბილისში

გამოწერა

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. თბილისის გარეუბანში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) კონტრტერორისტული ოპერაციის დროს   ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ორ დაშავებულ სპეცრაზმელზე, თუმცა, ოფიციალურად ინფორმაცია არ დასტურდება.

პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
სპეცოპერაციის გამო 97-ე სკოლაში სწავლის პროცესი შეწყდა

მოვლენები გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გასული ღამიდან მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ეჭვმიტანილია ორი პირი.
შემთხვევის ადგილზე ისმის სროლისა და აფეთქებების ხმები.

აფეთქებების შედეგად დაიწვა ორი ბინა, ერთ-ერთიდან გამოდის კვამლი და მოჩანს ცეცხლი. წინასწარი მონაცემებით, ეჭვმიტანილებმა ბინის ერთ-ერთი ფანჯრიდან ხელყუმბარები გადმოყარეს.

ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილი, რომლებიც საშიშ ზონასთან ახლოს იმყოფებოდნენ ევაკუირებულია.  თუმცა, იქ მაინც რჩებიან მეზობელი სადარბაზოების მცხოვრებლები.

მოსახლეობა შიშობს, რომ შენობები ასეთი რაოდენობის აფეთქებებს ვერ გაუძლებს, რადგან სახლები დიდი ხნის აშენებულია.

მასმედიაში შენობის შტურმის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

97-ე საჯარო სკოლაში, რომლის მახლობლად ტარდება კონტრტერორისტული სპეცოპერაცია, სასწავლო პროცესი შეწყდა.

ყველა ახალი ამბავი
0