ქრთამის აღების ბრალდებით მარტვილის გამგეობის ხელმძღვანელი პირები დააკავეს

© AP Photo / Patrick Semanskyქრთამის აღება
ქრთამის აღება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორივე ბრალდებულს ქრთამის აღებასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელი პირები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
თელავის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორციელებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელს დაუკავშირდნენ. სამსახურებრივი მფარველობის და ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის ხელოვნურად გაზრდის, ასევე, შესრულებული სამუშაოების დადასტურების სანაცვლოდ, ბრალდებულებმა კომპანიის წარმომადგენელს თანხა გამოართვეს.

არსებული ინფორმაციით, გამგეობაში ფინანსური პოლიციაა შესული.  ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  332-ე და 338-ე მუხლების პირველი ნაწილებით.


ხატია გიგოლაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0