16:20 20 იანვარი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0368
  • 100 RUB4.0103
  • USD2.6629
ჰეროინი

პოლიციამ ცოლ-ქმარს დიდი ოდენობით ჰეროინი და „სუბოქსინი" აღმოუჩინა

© Fotolia/ Africa Studio
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ნარკოდანაშაული საქართველოში (102)
100 0 0

სამართალდამცველებმა დაკავებულებულების პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის" 300 აბი და 64,886 გრამი ჰეროინი ამოიღეს.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისიტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის მოქალაქეები ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე.

სამართალდამცველებმა დაკავებულებული ცოლ-ქმრის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის" 300 აბი და 64,886 გრამი ჰეროინი ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ერთ-ერთ დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება „მდმა"-ს, მეტამფეტამინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში (102)

მთავარი თემები