თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისიტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის მოქალაქეები ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე.
სამართალდამცველებმა დაკავებულებული ცოლ-ქმრის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის" 300 აბი და 64,886 გრამი ჰეროინი ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ერთ-ერთ დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება „მდმა"-ს, მეტამფეტამინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).